რეგლამენტი

registration
Minute Film Festival ge. ტარდება საქართველოში 2017 წლის 5 იანვრიდან 2017 წლის 5 დეკემბრამდე.
მონაწილეების რეგისტრაცია წარმოებს 2017 წლის 5 იანვრიდან 2017 წლის 5 დეკემბრამდე, ფესტივალის ვებ-გვერდზე minuteff.ge.
ფესტივალში რეგისტრაცია იწყება ფილმის გამოგზავნით ფესტივალის ელექტრონულ ფოსტაზე minuteff.ge@gmail.com. მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს ერთი ან ერთზე მეტი ფილმი. ფილმის ყოველ შემდგომ გამოგზავნაზე საჭიროა ახალი რეგისტრაცია. ყოველი ახალი ფილმი ფესტივალში მონაწილეობს ინდივიდუალურად.
მონაწილე რომელიც გამოგზავნის ფილმს და არ არის მოცემული ფილმის ავტორი იქნება დისკვალიფიცირებული.
ფილმის გამოგზავნის შემდეგ რეგისტრაციის დასადასტუებლად ორგანიზატორი მონაწილეს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეტყობინებას ფილმის ფესტივალის კონკურსში მიღებასა და რეგისტრაციის შესახებ.
არასრულყოფილი სარეგისტრაციო მონაცემების (არასრული, არსწორი მონაცემები და ა.შ) მქონე ინფორმაცია ან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება მორალის ნორმებს, თუ ინფორმაცია არ ჯდება ფესტივალის დადგენილ ვადებში, განხილული არ იქნება. წაარმოდგენილი მცდარი ან საკონტაქტო არასრული მონაცემები საფუძველს ქმნის ანულირებული იყოს მონაწილის განაცხადი.
ამასთანავე ნებისმიერი სახის შემთხვევები, თაღლითობა ან თაღლითობის მცდელობა, მიმართული კონკურში გამარჯვების მიზნით, აგრეთვე მოცემული რეგლამენტის, ფესტივალის ჩატარებისბის შეგნებულად ხელის შეშლის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას გარიცხოს დამრღვევი მონწილეთა რიგებიდან და მონაწილის ქცევის ხარისხიდან გამომდინარე მიმართოს სასამართლოს.

ინტერნეტ-მომხმარემლის ხმის მიცემა
2017 წლის 5 იანვრიდან 2017 წლის 5 დეკემბრამდე, ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს მათთვის შერჩეულ იმ ფილმს, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორების მიერ განთავსებულია ვებ გვერდზე minuteff.ge.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტ-მომხმარებლის მხრიდან გარკვეულ ფილმზე მოწონებების სიხშირე და კომენტარების რაოდენობა არ წარმოადგენს მთავარი პრიზის მოპოვების კრიტერიუმს.
გამარჯვებული გამოცხადდება ფესტივალი დასრულების შემდეგ 2017 წლის 20 დეკემბრამდე.

ჟიური
ჟიური შედგება კინემატოგრაფიასა და გამომსახველობითი ხელოვნების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისგან.
ჟიურის გადაწყვეტილებაზე ინტერნეტ-მომხმარებლის მხრიდან გარკვეულ ფილმზე მოწონებების სიხშირე და კომენტარების რაოდენობა არ წარმოადგენს მთავარი გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს.

ფესტივალის გაგრძელება, ვადების ცვლილება და გაუქმება
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეამციროს ან გაზარდოს ფესტივალის მომდინარეობის ვადები, შეცვალოს ან გააუქმოს ფესტივალის ჩატარება, თუ ამის აცილებლობას წარმოშობს არსებული ფორს-მაჟორული სიტუაცია. მიუხედავად ამისა ეს არ აძლევს ორგანიზატორს იმის უფლებას, რომ უსაფუძლოდ მიიღოს ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები.

უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე
მონაწილე ადასტურებს, რომ კანონიერი ავტორია იმ ფილმის რომელიც მან გამოაგზავნა ფესტივალზე.
ორგანიზატორი აფრთხილებს მონაწილეს, რომ ფილმში გამოყენებული სხვა ავტორის მუსიკა ან ვიდეოს ნაწყვეტები უნდა იყოს შეთანხმებული საკუთრებაზე უფლებამოსილ პირთან.
მონაწილემ ორგანიზატორის პირველივე მოთხოვნაზე უნდა წარმოადგინოს საკუთრებაზე უფლებამოსილი პირის ნებართვა.
მონაწილე ვალდებულია არ გამოიყენოს არსებული შინაარსის პროექტები. არ გამოიყენოს განმასხვავებელი სომბოლოები (სასაქონლო ნიშნები, მოდელები, საავტორო სურათები და ა.შ.), აგრეთვე დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული საავტორო უფლებები.
მონაწილეს აქვს ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ფილმის გავრცელებაზე, თანხმობაზე იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ წარმოდგენილ პროექტში.

უფლება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე
მონაწილე ვალდებულია უზრუნველყოს რეგლამენტით არსებული პირობები, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, აგრეთვე ფართო გაგებით, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები.
მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ თამხმობას კადრებში მყოფი პირებისგან, მშობლებისგან ან კანონიერი აპეკუნებისგან (თუ საუბარია არასრულწლოვანზე) იმ ფილმის გამოქვეყნებაზე სადაც ეს პირები მონაწილეობენ.
ორგანიზატორი არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას მესამე პირების პრეტეზიებზე, ხოლო მონაწილე ვალდებულია აანაზღაუროს ნებისმიერი დანაკრგი, რომელიც შეიძლება მიადგეს ორგანიზატორს ფესტივალზე მონაწილის მიერ გამოგზავნილი ფილმის ფარგლებში.
მიუხედავად ზევით ჩამითვლილი პირობებისა, ყველა მონაწილე გარანტიას აძლევს ორგანიზატორს შეუზღუდავად გამოიყენოს შეთანხმებული უფლებები:

მოცემული რეგლამენტი რეგულირდება საქართველოს კანომდებლობით.